ბავშვებისთვის!

დამატების თარიღი: 13 April 2020 / 19:29

გუშინ ვესტუმრეთ ორ ოჯახს: 4-შვილიან მარტოხელა დედას დიღომში და 6-შვილიან ოჯახს ვარკეთილში. დავეხმარეთ პირველადი საჭიროების ნივთებით, ჰიგიენური საშუალებებით, მედიკამენტებით და საკვები პროდუქტებით.
იმისათვის, რომ უფრო მეტი ადამიანის დახმარება შევძლოთ გთხოვთ მოიწვიოთ თქვენი მეგობრები ამ ჯგუფში.
შეგახსენებთ, რომ თუ გსურთ თქვენი ფინანსური წვლილის შეტანა საქველმოქმედო საქმიანობაში, შეგიძლით გადმორიცხოთ თანხა მითითებულ ანგარიშის ნომერზე: GE48BG0000000583045800, მიმღები – მარიამ ჯუღელი, დანიშნულებაში მიუთითეთ – ქველმოქმედება.
მეტი სანდოობისა და გამჭირვალობისათვის თითოეული ჩარიცხული თანხა აისახება ექსელის ფაილში, რომელშიც ავსახავთ თქვენს გვარს (კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით არ ავსახავთ სახელს), ჩარიცხვის თარიღსა და თანხის რაოდენობას. თუკი გსურთ, რომ თქვენი გვარი არ იქნეს აღნიშნული მოცემულ ფაილში გთხოვთ დაგვიკავშირდით. მადლობა თანადგომისათვის!
#ბავშვებისთვის
#ერთადყველაფერსგავუმკლავდებით

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace