ბაქომ აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე გამართულ კონფერენციას უმასპინძლა

დამატების თარიღი: 08 October 2014 / 23:05

ახლახანს აზერბაიჯანის დედაქალაქმა, ბაქომ უმასპინძლა კონფერენციას სახელწოდებით – „აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობები – თანამშრომლობა, განვითარება და საერთო გამოწვევები“.                     ღონისძიების გახსნაზე სტრატეგიული სწავლებების ცენტრის დირექტორმა, ფარჰად მამედოვმა ხაზი გაუსვა კონფერენციის დიდ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „ცენტრალური აზია ისევე დიდი მნიშვნელობის მატარებელია აზერბაიჯანისათვის, როგორც აზერბაიჯანი – ცენტრალური აზიისათვის“.                                                                                                კონფერენცია სტრატეგიული სწავლების ცენტრის ინიცირებით გაიმართა და მასში მონაწილეობა აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა მიიღეს.                                                                                                                                                      კონფერენციაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა რეგიონალური გეოპოლიტიკა და საერთო გამოწვევები – პოლიტიკური თანამშრომლობა და ერთიანი ძალებით პოლიტიკური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე, რეგიონალური თანამშრომლობისა და ეკონომიკის შესახებ საკითხები ვაჭრობის, ენერგიის წყაროებისა და ტრანსპორტის საკითხებთან მიმართებით და ა.შ.                                                                                                         შემდგომში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობათა სექტორის ხელმძღვანელმა, არასტუ ჰაბიბაილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ახალი შესაძლებლობები გამოიკვეთა აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის თაობაზე, რაც, მისი თქმით, კონკრეტულ ფორმებს უკვე 2015 წლისათვის მიიღებს.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.azernews.az/azerbaijan/71689.html

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace