22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით “მასტერფის საქართველოს” ორგანიზებით მოიხატა ხიდი მარნეულში! საორგანიზაციო პროცესში ჩართულები იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმყოფებდონენ მთელი დღის განმავლობაში.
კედელი მოიხატა “მასტერფის საქართველოს” პროექტის “Act” ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ოთხ სხვადასხვა მიმართულებას, ესენია: Walls of Connection, Storytelling, Concerts and Conferences. Walls of Connection გულისხმობს სოციალურ თემატიკაზე ადგილობრივი თემისთვის მორგებული გრაფიტის შექმნას, რომელიც მოშლის არსებულ სოციალურ ბარიერებს. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა არტისტების წახალისება, გააქტიურება და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება პრობლემური საკითხების შესახებ. ჩვენი პირველი მოხატული კედლის მთავარ იდეას კი წარმოადგენს ინტერკულტურული დიალოგის წახალისება და საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რომ დედამიწას ჩვენი მზრუნველობა სჭირდება !
აღსანიშნავია, რომ კედლის მოხატვაში დაახლოვებით 50-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად არსებული უამინდობისა მიღებული შედეგით ყველანი კმაყოფილები დავრჩით!
მასტერფის საქართველოს საორგანიზაციო ჯგუფი განსაკუთრებულ მადლობას უხდის არტისტ – თორნიკე მელიქიძეს იგივე Jokonda-ს შესრულებული სამუშაოსთვის!