2026 წლის 1 ივნისიდან ზემო რაჭაში, ისტორიულ სოფელ გლოლაში, ოფიციალურად გაიხსნა ახალი ტურისტული სივრცე – „ეკო სოფელი გლოლაში“ (Eco Village in Glola), რომელიც უკვე მასპინძლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორებს.
ეკო სოფელი გლოლაში წარმოადგენს თანამედროვე, ეკოლოგიურ და მდგრად ტურისტულ პროექტს, რომლის მთავარი მიზანია ბუნებასთან ჰარმონიაში არსებული დასვენების კულტურის განვითარება, ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერა და რაჭის უნიკალური ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.
დღეს, როდესაც მოგზაურები სულ უფრო ხშირად ეძებენ მშვიდ გარემოს, სუფთა ჰაერს, ავთენტურ გამოცდილებასა და მასობრივი ტურიზმისგან განსხვავებულ მიმართულებებს, ზემო რაჭა ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ რეგიონად ყალიბდება, ხოლო Eco Village in Glola ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული ახალი ლოკაციაა.
ისტორიული სოფელი გლოლა – ადგილი, სადაც ბუნება და ისტორია ერთმანეთს ხვდება
ეკო სოფელი მდებარეობს სოფელ გლოლაში, რომელიც ზემო რაჭის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა და 800 წელზე მეტ ისტორიას ითვლის. სოფელი გამოირჩევა უნიკალური ბუნებით, სუფთა ჰაერით, მდინარეებით, ტყეებითა და კავკასიონის შთამბეჭდავი მთებით.
კოტეჯებიდან იშლება ულამაზესი ხედები შოდასა და კატიწვერას მთებზე, ხოლო ლოკაციიდან შესაძლებელია თითქმის 360-გრადუსიანი პანორამული ხედებით დატკბობა, რაც ამ ადგილს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის ფოტოგრაფებისთვის, ბუნების მოყვარულებისთვის, მოლაშქრეებისთვისა და მშვიდი დასვენების მაძიებლებისთვის.
თანამედროვე ეკო კოტეჯები ბუნების გულში
Eco Village in Glola აერთიანებს 4 სრულად აღჭურვილ ხის ეკო კოტეჯს, სადაც ერთდროულად შესაძლებელია 14 სტუმრის განთავსება.
კოტეჯები შექმნილია იმისთვის, რომ სტუმრებმა კომფორტულად დაისვენონ ოთხივე სეზონზე. თითოეულ კოტეჯში ხელმისაწვდომია:
- ინდივიდუალური სველი წერტილი;
- სრულად აღჭურვილი სამზარეულო;
- კომფორტული საწოლები;
- ტელევიზორი;
- კონდიციონერი;
- დეკორატიული ბუხარი;
- მაცივარი;
- Wi-Fi;
- თეთრეული და პირსახოცები.
- ჭურჭელი და სხვა საჭირო ინვენტარი
ეკო სოფლის ეზო მოიცავს გამწვანებულ სივრცეს(2000 კვ.მ), საიდანაც დაახლოებით 500 კვადრატული მეტრის ბუნებრივი ტყეა, ასევე ადგილზე დაგხვდებატ ფანჩატური, BBQ ზონას, საცეცხლე ადგილს, სკამ-მაგიდა ტყეში, შეზლონგებსა და მრავალ დასასვენებელ სივრცეს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ სრულად განიტვირთონ ბუნებაში.
პირველი ტურისტული სივრცე რეგიონში, რომელიც ველო ტურიზმზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს
Eco Village in Glola გამოირჩევა იმით, რომ სტუმრებს სთავაზობს აქტიურ და მრავალფეროვან ტურისტულ გამოცდილებას.
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ველო ტურიზმს.
სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ Specialized Fuse 27.5 მოდელის მთის ველოსიპედებითა და სრული უსაფრთხოების აღჭურვილობით.
ტურისტებისთვის ხელმისაწვდომია:
- უფასო ველო ტური სოფელ გლოლაში;
- სამოყვარულო ველო ტურები;
- ექსტრემალური Downhill ველო ტურები პროფესიონალებისთვის;
- მთის ბილიკებზე ველოსიპედით გასეირნება;
- ბუნების ფოტოტურები.
ეკო ტურიზმი, გასტრონომია და ადგილობრივი გამოცდილება
ეკო სოფელი გლოლაში მხოლოდ ღამისთევის ადგილი არ არის.
პროექტის მთავარი იდეაა სტუმრებს გააცნოს რაჭის ავთენტური კულტურა, ტრადიციები და ადგილობრივი ცხოვრების წესი.
სტუმრებს შეუძლიათ:
- დააგემოვნონ ტრადიციული რაჭული კერძები;
- გაეცნონ ადგილობრივ კულინარიულ კულტურას;
- შეიძინონ ადგილობრივი წარმოების ღვინო, არაყი, ლორი, ყველი და სხვა სეზონური პროდუქტები;
- შეხვდნენ ადგილობრივ მასპინძლებს და უკეთ გაიცნონ რაჭის სტუმართმოყვარეობა.
მრავალფეროვანი ტურისტული აქტივობები
Eco Village in Glola სტუმრებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ტურისტულ მომსახურებას:
- ველო ტურები;
- ექსტრემალური Downhill ტურები;
- საფეხმავლო ლაშქრობები;
- ცხენით გასეირნება;
- კულტურულ-შემეცნებითი ჯიპ ტურები რაჭის სოფლებში;
- სოფელ გლოლას ისტორიული ტური;
- მთის ხედების ტური;
- ფოტოგრაფიული ტურები;
- ბუნების დამკვირვებლების ტურები.
ეს ყველაფერი სტუმრებს საშუალებას აძლევს რამდენიმე დღეში აღმოაჩინონ ზემო რაჭის ყველაზე საინტერესო ადგილები.
მდგრადი ტურიზმის მაგალითი საქართველოში
Eco Village in Glola დაფუძნებულია მდგრადი ტურიზმის პრინციპებზე.
პროექტი ხელს უწყობს:
- ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას;
- მცირე მეწარმეების მხარდაჭერას;
- ეკოლოგიურად პასუხისმგებლიან ტურიზმს;
- ადგილობრივი პროდუქტების პოპულარიზაციას;
- ბუნებრივი გარემოს დაცვას;
- ტურიზმის განვითარებას ზემო რაჭაში.
პროექტის მიზანია შექმნას სივრცე, სადაც ბუნება, კომფორტი, ადგილობრივი კულტურა და აქტიური დასვენება ერთ მთლიან გამოცდილებად იქცევა.
სუფთა ჰაერი, კავკასიონის შთამბეჭდავი მთები, უძველესი სოფელი, მდიდარი კულტურა, მდინარეები, ავთენტური რაჭული სტუმართმოყვარეობა და მრავალფეროვანი აქტივობები ქმნის გამოცდილებას, რომელიც სტუმრებს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ტურისტულ მიმართულებას სთავაზობს.
ეკო სოფელი გლოლაში გელოდებათ წლის ნებისმიერ სეზონზე — აღმოაჩინეთ ზემო რაჭის ბუნება, ისტორია, კულტურა და ნამდვილი სიმშვიდე, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 755 977









