ერასმუს+ ახალგაზრდული ტრენინგი “სოციალური მეწარმეობა საზღვრების გარეშე”

დამატების თარიღი: 09 August 2017 / 12:12

2017 წლის 29 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით კავკასიის ახალგაზრდული კავშირის, მასტერფისის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის, მასტერფის პოლონეთის კლუბისა და „ფაინა – სოციალური კოოპერატივის“ ორგანიზებით ჩატარდა ახალგაზრდული ტრენინგის პირველი ნაწილი „სოციალური მეწარმეობა საზღვრების გარეშე“, ქალაქ კატოვიცეში, პოლონეთში. ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირის, ერასმუს + ის მხარდაჭერით. პროექტის მთავარ იდეას წარმოადგენდა სოციალური მეწარმეობის თემატიკის გაცნობა, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და პარტნიორ ქვეყნებში არსებული ლეგალური ჩარჩოს გაცნობა მონაწილეებისთვის, აგრეთვე თემტურ აქტივობებში და ვორქშოპებში მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში პოლონეთს ესტუმრა 30 ახალგაზრდა საქართველოდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან. პროექტის განმავლობაში მონაწილეები ესტუმრნენ სილეზიის რეგიონში არსებულ სხვადასხვა სოციალურ საწარმოებს და შეხვდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან აღნიშნული საწარმოების იდეის ავტორები, მოისმინეს მათი ისტორიები და გაეცნენ ადგილობრივ პრაქტიკებს. პროექტის დასკვნით ნაწილში მონაწილეებს დაევალათ, პრაქტიკული სამუშაოების ჩატარება საკუთარ თემში და ქვეყნებში, მიღებულ ცოდნას კი წარადგენენ ტრენინგის მეორე ეტაპზე, რომელსაც უმასპინძლებს კავკასიის ახალგაზრდული კავშირი და მასტერფის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი საქართველოში, 2017 წლის ოქტომბერში.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace