ერასმუს + ის პროექტი კულტურების არტგენი დაიწყო

დამატების თარიღი: 19 July 2017 / 11:40

2017 წლის 18 ივლისს დაიწყო საერთაშორისო პროექტი „კულტურული არტ–გენი“ ,რომელიც ტარდება კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფისის ორგანიზებით, პროექტი ხორციელდება ევრიოკავშირის, ერასმუს + ის მხარდაჭერით. პროექტის მთავარ იდეას წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მიერ საკუთარი კულტურისა და ტრადიციების, ისტორიის, ენის გაზიარება არაფორმალური განათლების მეთოდის საშუალებით. პროექტის ფარგლებში საქართველოს სტუმრობს 35 წარმომადგენელი უკრაინიდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან , ჰოლანდიიდან და ავსტრიიდან. პროექტის პირველ დღეს განხრციელდა სხვადასხვა აქტივობა მონაწილეების უშუალო ჩართულობით, მათი ურთიერთგაცნობისა და დაახლოების მიზნით. დღე დასრულდება ოფიციალური გახსნითი ცერემონიალით.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace