ერასმუს + ის პროექტი “საფოსტო გზავნილები ევროპიდან”

დამატების თარიღი: 09 September 2018 / 10:03

2018 წლის 29 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ბაკურიანში გაიმართა Erasmus + ის ტრენინგ კურსებში „ადვოკატირება და მონაწილეობითი ფოტოგრაფია რეგიონებში“.
მონაწილეებმა პირველ ეტაპზე შეისწავლეს მონაწილეობითი ფოტოგრაფიის მეთოდოლოგია და შემდეგ პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა გაუზიარეს ბაკურიანელ და ბორჯომელ 30 ახალგაზრდას. მონაწილეებმა ორი დღის მანძილზე ჩაატარეს ტრენინგები ბორჯომსა და ბაკურიანში, რომელსაც დაესწრო 30 მოზარდი. ახალგაზრდებმა განიხილესგარკვეული საკითები, როგორიცაა სხვადასხვა თემატიკაზე კოლაჟების მომზადება, ფოტოების გადაღება. ნამუშევრების დახმარებით სცადეს, ხმა მიეწვდინათ საზოგადოებისთვის, გამოეხატათ პრობლემები, ფიქრები, შეხედულებები და უკეთ შეეცნოთ საკუთარი თავი. შედეგად, ბაკურიანში, 5 სექტემბერს ბაკურიანში გაიმართა მათი ნამუშევრების გამოფენა, ადგილობრივ მონაწილეებს ასევე გადაეცათ სერთიფიკატები. მოზარდების თქმით, პროექტში მონაწილეობა ინფორმატიული, სასარგებლოდ ა ამავე დროს სახალისო იყო.
პროექტი დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით, გარდა სასწავლო ნაწილისი მოეწყო ასევე ექსკურსია, 25–მა ევროპელმა ახალგაზრდამ დაათვალიერა ვარძია, რაბათი და ხერთვისი, გაეცნო საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს.
პროექტი განხორციელდა კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და MASTERPEACE საქართველოს მასპინძლობითთ, გერმანული ორგანიზაცია „სოციალური ხედვა“ -სთან პარტნიორობით, ერასმუს + ის პროგრამის მხარდაჭერით.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace