ვეძებთ მოტივირებულ ახალგაზრდებს 17-დან 30 წლამდე

დამატების თარიღი: 24 March 2021 / 10:35

ვეძებთ ყველაზე მოტივირებულ ახალგაზრდებს 17-დან 30 წლამდე, რომლებსაც აქვთ ამბიცია, თავიანთ საცხოვრებელ თემში გახდნენ ცვლილებისშემტანნი (Changemaker), აინტერესებთ სოციალური მეწარმეობის საკითხი და სურთ პოზიტიური ცვლილებების მოხდენა.

პროექტი „რატომ დარჩი“ არის ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციებმა CaYneX და MasterPeace Georgia შეიმუშავეს COVID-19 ის პანდემიის დროს.

პროექტის მიზანია – სოციალური მეწარმეობის თემის პოპულარიზაცია და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება თვითგანვითარების გზით.

პროექტში ჩაერთვება 25 ახალგაზრდა. გენდერული ბალანსი იქნება დაცული.

პროექტში მონაწილეობის მიღებით თქვენ შეძლებთ:
1. მიიღოთ თეორიული ცოდნა სოციალური მეწარმეობის შესახებ;
2. დაინახოთ ეკონომიკური შესაძლებლობები, რომელიც საქართველოში არსებობს;
3. ისწავლოთ პროექტის და ბიუჯეტის წერა;
4. გაიცნოთ გამოცდილი, ახალგაზრდა მეწარმეები და მიიღოთ მათგან საინტერესო, პრაქტიკული რჩევები;
5. გახდეთ ლიდერი და გამოიმუშავოთ ინიციატივის საკუთარ თავზე აღების უნარი;
6. განავითაროთ კრეატიულობა და მეწარმის ხედვები;
7. მიიღოთ ინფორმაცია სხვადასხვა დონორების და დაფინანსების შესახებ;

– თეორიული სწავლების შემდეგ, პროექტის ყველა მონაწილე დაწერს სოციალური საწარმოს იდეას + ბიუჯეტს, რომელზეც უკუკავშირს მიიღებს ჩვენი გუნდის წევრებისგან.

– პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეს, რომელიც დაესწრება ყველა აქტივობას და დაწერს საწარმოს იდეას, გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

– მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გამოგზავნოთ CV და ნახევარგვერდიანი სამოტივაციო წერილი შემდეგ მეილზე: Movementstay@gmail.com

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ დარჩის პლატფორმაზე.

CV-ის და სამოტივაციო წერილის გამოგზავნის დედლაინი – 2 აპრილი 18:00 საათი.

წარმატება იწყება შენით!

#ვქმნითშესაძლებლობებს
#Creatingopportunities
#STAY
#დარჩი

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace