თურქული – ნიგერიული ინტერკულინარიული საღამო

დამატების თარიღი: 02 June 2016 / 11:12

2016 წლის 2 ივნისს უცხოელი სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრის ორგანიზებით კულინარიული საღამო გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები საქართველოდან, ნიგერიიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან.
პრეზენტატორები იყვნენ სტუდენტები ნიგერიიდან და თურქეთიდან. მათ მსმენელს გააცნეს თავიანთი ქვეყნის ისტორია, კულტურა, ტრადიციები, ღირსშესანიშნაობები, რამაც აუდიტორიაში დიდი დაინტერესება გამოიწვია და შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსია გაიმართა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ამ სახელმწიფოების სასამართლო სისტემები, კინოინდუსტრია, ეკონომიკის დარგები და ა.შ. დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს რეკომენდაციები ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი ადგილების შესახებ.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ტრადიციული კერძებისა და ტკბილეულის დაგემოვნებას.
ცენტრი მადლობას უხდის ღონისძიების მონაწილეებს საინტერესო შეხვედრისათვის და აგრძელებს მათთან თანამშრომლობას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace