ირანულ-ებრაული ინტერკულტურული საღამო

დამატების თარიღი: 14 May 2017 / 12:34

2017 წლის 12 მაისს მასტერფისის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა ოფისმა, კავკასიის ახალგაზრდულ კავშირთან ერთად ჩაატარა ინტერკულტურული–ინტერკულინარიული საღამო. შეხვედრაზე პრეზენტატორები იყვნენ ირანისა და ისრაელის წარმომადგენლები. ირანს წარმოადგენდა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი, ხოლო ისრაელის ჯგუფს წარმოადგენდნენ ახალგაზრდები ორგანიზაცია “ჰილელიდან”. პრეზენტატორებმა აუდიტორიას გააცნეს თავისი ქვეყნის ტრადიციები, კულტურა, ისტორია, ღისშესანიშნაობები და კერძები. საღამომ აუდიტორიაში დიდი დაინტერესება გამოიწვია, პრეზენტაციების შემდეგ მონაწილეებმა დააგემოვნეს ირანული და ებრაული კერძები, ისაუბრეს ქვეყნებს შორის კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ ურთიერთბებზე, მსგავსებებსა და განსხვავებებზე. 

ორგანიზაცია მადლობას უხდის “ჰილელს” და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს თანამშრომლობისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace