კავკასიის ახალგაზრდულ კავშირს 8 წელი შეუსრულდა

დამატების თარიღი: 18 February 2021 / 21:29

17 თებერვალს კავკასიის ახალგაზრდული კავშირს 8 წელი შეუსრულდა.
Caynex სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს MasterPeace Georgia, Let’s Do It – Georgia,
Rotaract Club of Tbilisi International და Stay.
მოსაყოლი ძალიან ბევრი გვაქვს.
ამ 8 წლის განმავლობაში დავაარსეთ 4 ახალგაზრდული ორგანიზაცია.
ჩვენი დაუღალავი შრომითა და სულისკვეთებით შევძელით გაგვეძლიერებინა ახალგაზრდები და მიგვეცა მათთვის ის შესაძლებლობები, რომლებიც ჯერ კიდევ 8 წლის წინ წარმოუდგენლადაც ეჩვენებოდა ბევრ ჩვენგანს.
ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვიზრდებოდით, გვემატებოდნენ თანამოაზრეები, რომლებსაც სჯეროდათ, რომ განათლებას მართლაც შეუძლია შეცვალოს ადამიანების ცხოვრება.
წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა და უამრავი თავგადასავალი.
მუდმივი წინსვლის მოტივაციას კი ის ადამიანები გვაძლევენ, რომლებიც გვერდში უდგანან ჩვენს ახალგაზრდულ წამოწყებებს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace