კონფერენცია თემაზე: – “მშვიდობის პერსპექტივა კავკასიაში”

დამატების თარიღი: 05 October 2014 / 16:58

არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიის ახალგაზრდული კავშირი” (CaYNex- http://caynex.ge/ )26 ოქტომბერს მართავს კონფერენციას თემაზე: – “მშვიდობის პერსპექტივა კავკასიაში”.

ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია ქართველ ახალგაზრდებში კავკასიის თემატიკის პოპულარიზაცია და რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება, ორგანიზაცია ყოველწიურად მართავს კონფერენციას, რომელიც ეძღვნება კავკასიის რეგიონს. კონფერენციას დაესწრებიან და ნაშრომებს შეაფასებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები და ექსპერტები კავკასიის საკითხებში.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურს საკუთარი პოზიციის გაზიარება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ფართო აუდიტორიისათვის.

ნაშრომის კრიტერიუმები :

1. წარმოდგენილი ნაშრომი ადეკვატური უნდა იყოს თემისა.
2. ნაშრომი უნდა იყოს აზრობრივად და სტილისტურად გამართული.
3. ნაშრომში მითითებული უნდა იყოს ბიბლიოგრაფია.
4. ნაშრომი უნდა იყოს დაახლოებით 4-7 გვერდი.
5. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, მონაწილე ავტომატურად გამოეთიშება კონფერენციას.
6. ნაშრომს მითითებული უნდა ჰქონდეს ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, მობილურის ნომერი, მეილი).
7. ნაშრომის დიზაინი: ხაზებს შორის ინტერვალი – 1,15, შრიფტი – 12.

კონფერენციაში მონაწილეობა არის უფასო. ყველა მონაწილეს, რომელიც დააკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს გადაეცემა სერთიფიკატი მონაწილეობისთვის, ხოლო 15 საუკეთესო ნაშრომის ავტორი გააკეთებს პრეზენტაციას ფართო აუდიტორიისთვის. მომხსენებლებთაგან კონფერენციის სტუმრები გამოავლენენ სამ საუკეთესო ნაშრომს, რომლებსაც შესაბამისად გადაეცემათ სერთიფიკატი I, II და III ადგილის დაკავებისთვის.

ნაშრომები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე :
caucasusyouthnexus@gmail.com

კონფერენცია ჩატარდება 2014 წლის 26 ოქტომბერს.

ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 22 ოქტომბერი.

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი გისურვებთ წარმატებას.

დამატებითე შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით

558 67 48 46 ეთო მიროტაძე
551 16 51 55 ელენე ცხომელიძე

იხილეთ ივენთი: https://www.facebook.com/events/1482884595326990/?ref=notif&notif_t=plan_user_joined

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace