კონცერტი – ACT!

დამატების თარიღი: 27 October 2019 / 19:06

MasterPeace Eastern Partnership and Central Asia Regional Hub და კავკასიის ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით 25 ოქტომბერს პირველი რესპუბლიკის ბაღში ჩატარდა ახალგაზრდული კონცერტი ჩვენი გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში, სახელად “ACT!” (Artists Create Together). ზემოთ ხსენებული პროექტის ფარგლებში არსებობს ოთხი ძირითადი მიმართულება: Walls of Connection, Digital Storytelling, Concertsand Conferences. მისი მთავარი მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და გაძლიერება მუსიკის, ხელოვნების და შემოქმედებითი აქტივობების დახმარებით. კონცერტიც ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რადგან ქართველ ახალგაზრდა მომღერლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემუშავათ ცნობილ ჰოლანდიურ ბენდთან VanVenzel-თან და ერთად შეექმნათ მუსიკა. ერთმანეთისთვის კულტურის და მუსიკის გაზიარება ყველასთვის სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა, განსაკუთრებით – მაყურებლებისთვის.
კონცერტზე ყველასთვის საყვარელი ჰიტები შეასრულეს:
-ჰოლანდიელმა მომღერალმა და ვოისის დამაარსებელმა – როელ ვან ველზენმა (Roel Van Velzen;
-მარიამ დოკვაძემ;
-რეზო და ბავშვებმა;
-Teen Club-ის ახალგაზრდა მომღერლებმა.
კონცერტი ჩატარდა თბილისის მერიასთან, Teen Club-თან და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლესთან თანამშრომლობით, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace