მსოფლიო დასუფთავების დღე იუნესკო-იაპონიის პრიზის ერთ-ერთ გამარჯვებულია

დამატების თარიღი: 30 September 2018 / 14:13

იუნესკომ (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია UNESCO) მსოფლიო დასუფთავების დღის აქცია და მისი გეგმა „შევინარჩუნოთ სისუფთავე“ გამოაცხადა ამ წლის იუნესკო-იაპონიის პრიზის ერთ-ერთ გამარჯვებულად.

ამ წლის გამარჯვებულები არჩეულნი არიან დამოუკიდებელი საერთაშორისო ჟიურის მიერ 87 ნომინაციიდან, რომლებიც წარდგენილნი იყვნენ იუნესკოს წევრი ქვეყნების და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. მთავარი შერჩევის კრიტერიუმები გახლდათ პროექტის პოტენციალი ცვლილების მისაღწევად, ინოვაციური თვისებები და უნარი იმისა, რომ ერთი მიზნისთვის გაერთიანებულიყო სამი განზომილება მდგრადი განვითარებისა, ესენია – ეკონომიკა, საზოგადოება და გარემო.

სამი გამარჯვებულიდან თითოეული ორგანიზაცია მიიღებს პრიზს 50,000 ამერიკული დოლარის ოდენობით. UNESCO -ს დირექტორი და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენელი დააჯილდოვებს სამ ლაურეატს ცერემონიაზე, რომელიც გაიმართება პარიზში, UNESCO -ს შტაბ-ბინაში 2018 წლის 9 ოქტომბერს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace