ნარჩენების სეპარირება

დამატების თარიღი: 24 September 2021 / 13:36

მწვანე მოძრაობა “lets Do It საქართველოს” ხელმძღვანელობით 18-19 სექტემბერს, ქალაქ კასპსა და ხაშურში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ჩვენი მოხალისეების ჩართულობით, დასუფთავდა ათამდე ლოკაცია.
აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენი ინიციატივითა და ProCredit Bank Georgia – პროკრედიტ ბანკი საქართველო-ს მხარდაჭერით უზრუნველვყავით ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, კერძოდ, ნახევარ ტონამდე პლასტმასის ბოთლებისა, რომელიც შპს “პოლივიმში“ ჩავაბრეთ გადასამუშავებლად.
ინფორმაციისთვის, გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაბინძურებელია პლასტმასის ბოთლი. ეს უკანასკნელი დღეს ყველაზე ფართოდ გამოიყენება და მის სრულად დაშლას 450 წელი სჭირდება. იგი ძალზე სახიფათოა გარემოსთვის, რადგან დიდხანს არ იშლება, სხვა პროდუქტებთან შეხებისას მავნე აირებს გამოყოფს და ნაგავსაყრელზეც დიდ ადგილს იკავებს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace