პანდემია და გმირი ექიმები!

დამატების თარიღი: 04 June 2020 / 15:06

29 მაისს, ონლაინ ვებინარზე ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტის “ACT” შესახებ, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს კედლების მოხატვა. ჩვენ უკვე მოვხატეთ კედლები: ხაშურში, მარნეულში, გორში, ბაკურიანსა და სურამში ისეთ თემებზე როგორებიცაა: გენდერული თანასწორობა, მშვიდობის წახალისება, ახალგაზრდების გაძლიერება, განათლება და გარემოს დაცვა.

ამბობენ, რომ დიდი ხელოვნება დიად მიზნებს ემსახურება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ონლაინ ლექციის სპიკერად David Kelberashvili მოგვეწვია. მისი ნახატები ყოველთვის გამორჩეული გზით პასუხობდა მიმდინარე მოვლენებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული ივენთის ფარგლებში შევქმენით პოსტერი, რომელზე მუშაობაც დავითმა ღონისძიების ფარგლებში დაასრულა. პოსტერის თემატიკას წარმოადგენს: მსოფლიო პანდემიის პირობები და გმირი ექიმები!

მადლობა ჩართულობისათვის!

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace