პოსტერი

დამატების თარიღი: 03 February 2021 / 16:33

ამ საინტერესო პოსტერის მიღმა თითოეული ჩვენგანის ისტორია დგას. ისტორია, რომელიც მოგვითხრობს პირბადეში დამალული სახეების შესახებ. ისტორია, რომელიც მოგვითხრობს იმ ემოციების შესახებ, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ჩვენს სხეულში დააგუბა.

დღეს-დღეობით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას და შევინარჩუნოთ ემოციური ბალანსი. აქედან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალეთ, ახალგაზრდებისათვის შეგვეთავაზებინა ისეთი აქტივობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა მათ გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და ემსჯელათ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც აღნიშნულ ვითარებაში გამოჩნდა.
ვფიქრობთ, რომ ჩვენმა გუშინდელმა აქტივობამ განსაკუთრებული წარმატებით ჩაიარა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს. თქვენ კი მშვიდობიან და წარმატებულ საღამოს გისურვებთ.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მოწვეულ არტისტს სპეციალურად აქტივობისთვის შექმნილი პოსტერისათვის – TamOonz

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace