სიგარეტის ნამწვი და ხანძრის რისკი

დამატების თარიღი: 19 October 2021 / 13:38

მწველი პრობლემა: სიგარეტის ნამწვი და ხანძრის რისკი

თქვენც გამოდიხართ წყობილებიდან, როდესაც ხედავთ, როგორ ისვრიან მანქანის ფანჯრიდან სიგარეტის ნამწვს?

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა გავლენა აქვს სიგარეტის ნამწვს ეკოსისტემაზე, ძირითადად ვფოკუსირდებით მის ფიზიკურ კომპონენტებზე და მათ გარემოზე ზემოქმედებაზე. თუმცა, თუ სიგარეტის ნამწვი ძირს ისვრიან მაშინ, როცა ბოლომდე ჩამქრალი არ არის, ის არა მხოლოდ აბინძურებს გარემოს, არამედ წარმოადგენს ხანძრის გაჩენის საშიშროებას. 

Natural Resources Canada განაცხადებს, რომ ხანძრების ნახევარზე მეტი გამოწვეულია ადამიანის ბრალეულობით, იქნება ეს კოცონი, დაზიანებული ელექტრო-სისტემა, თუ ანთებული სიგარეტი. ის სახლისთვისაც კი საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში სახლის ხანძართა 5% სწორედ სიგარეტის ნამწვითაა გამოწვეული. 

მართალია, სიგარეტის ნამწვი არ იწვევს ხანძართა დიდ რაოდენობას, სხვა საფრთხეებთან შედარებით, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, გავიაზროთ ის პოტენციური რისკი, რასაც ის წარმოადგენს. განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ როდესაც სიგარეტის ნამწვი ბოლომდე ჩამქრალი არ არის, ეს აშკარად არ ჩანს. მშრალ და იოლად აალებად ადგილებში, სადაც სიგარეტს ისვრიან, შესაძლოა, ხანძარი რამდენიმე დღე გაგრძელდეს. ამის ერთ-ერთი საგანგაშო მაგალითია ბრიტანეთის კოლუმბიაში გაჩენილი შვიდი ხანძარი შვიდი დღის განმავლობაში, რისი გამომწვევი მიზეზიც გადაგდებული სიგარეტის ნამწვები იყო. 

ეს არის კიდევ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ მწეველებს ჰქონდეთ ჩვევად სიგარეტის ნამწვის ურნაში უსაფრთხოდ მოთავსება. ამით „ორ კურდღელს დავიჭერთ“, რადგან ბუნებაში დაბინძურებასთან ერთად, ხანძრის საშიშროებასაც აღმოვფხვრით. ეს ყოველივე უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისთვის გარდაუვალია. 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace