სტაჟირება კავკასიის ახალგაზრდულ კავშირსა და მასტერფისში

დამატების თარიღი: 12 June 2019 / 15:52

მოგესალმებით:
ააიპ კავკასიის ახალგაზრდული კავშირი და მასტერფის საქართველო ეძებს 2 აქტიურ, მოტივირებულ, პოზიტიურ სტაჟიორს ორგანიზაციაში სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოდ, ესენია:
გარემოსდაცვითი მიმართულება,
საქველმოქმედო ღონისძიებების მიმართულება,
სოციალური მეწარმეობის მიმართულება,
ციფრული ტექნოლოგიებით ამბების მოყოლა (Digital storytelling),
ახალგაზრდული საგანმანათლებლო პროექტები.
სტაჟირების პერიოდის დასრულების შემდეგ შესაძლებლობა გექნებათ დასაქმდეთ ჩვენს ორგანიზაციაში.
სამუშაო მოიცავს:
– ორგანიზაციის მიმდინარე პროექტებში აქტიური ჩართვა;
– ტრენინგ კურსებზე და ვორქშოპებზე საორგანიზაციო საქმიანობაში მონაწილეობა;
– რეგიონებში სხვადასხვა მცირე აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება;
– ორგანიზაციის გუნდის შეხვედრებზე დასწრება და მუშაობა სამომავლო პროექტებზე;
– ღონისძიებებზე სურათების/ვიდეოების გადაღება;
– სტაჟირების პერიოდში სხვა მცირე დავალებების შესრულება;

სტაჟირება მოიცავს კვირაში 15-საათიან სამუშაოს.
სტაჟირების ხანგრძლივობაა 4 თვე.

სტაჟიორებს საშუალება ექნებათ:
1. მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტებში, კონფერენციებსა და სემნარებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
2. მიიღონ უცხოელებთან ურთიერთობის გამოცდილება, გააუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნის დონე.
3. მონაწილეობა მიიღონ ერასმუს + ის პროექტებში, როგორც საქართველოში ასევე ევროპის სხხავდასხვა ქვეყნებში;
4. მიიღონ პროექტების წერისა და განხორციელების გამოცდილება;
5. დასაქმდნენ სტაჟირების შემდეგ ორგანიზაციაში;
6. ისწავლონ ღონისძიებების ორგანიზება გუნდის სხვადასხვა წევრების დახმარებით;
7. მიიღონ რეკომენდაცია ორგანიზაციისგან და სტაჟირების დამადასტურებელი სერთიფიკატი;

შერჩევის კრიტერიუმები:
– სტუდენტი 1,2,3 კურსი (ნებისმიერი ფაკულტეტი)
– ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
– მაღალი მოტივაცია;
– კომუნიკაბელურობა;
– გუნდური მუშაობის უნარი;
– პასუხისმგებლობის გრძნობა;

სტაჟირების მსურველებმა გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ან ქართულ ენაზე) სათაურით “სტაჟირება“ შემდეგ მისამართზე:
caucasusyouthnexus@gmail.com
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
+995 555 21 42 01

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace