8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ახალგაზრდული რეფლექსი 2.0″-ის ფარგლებში დასკვნითი ტრენინგი ჩავატარეთ. ღონისძიებას დაესწრო 100-ზე მეტი ახალგაზრდა გორის სხვადასხვა სკოლიდან.
ტრენინგის თემატიკა იყო შემდეგი:
• პროექტის „ახალგაზრდული რეფლექსი 2.0”-ის შეჯამება;
• ინტერკულტურული განსხვავებები და სტერეოტიპები;
• ძალადობა და მისი გამომწვევი მიზეზები;
• “ნულოვანი ტოლერანტობა”
• პოლიციელებთან ურთიერთობა და ჩვენი უფლებები.
ტრენინგი დავიწყეთ ჩვენი ორგანიზაციის და #WeekOfRespect – ის გაცნობით და სახალისო ენერჯაიზერებით. რასაც მოჰყვა ჩვენი ჰოლანდიელი მოხალისის პრეზენტაცია კულტურული განსხვავებების და სტერეოტიპების შესახებ. სახალისო ინტელექტუალური თამაშის დახმარებით მონაწილეებმა შეიტყვეს მეტი ჰოლანდიის კულტურის შესახებ.
ტრენინგის მთავარი ნაწილი დაეთმო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის და იურისტის, თემო შენგელაიას სესიას, რომელიც ახალგაზრდებს ესაუბრა ძალადობის და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ. ამასთან, გააცნო თუ რა უფლებები აქვთ პოლიციასთან ურთიერთობის დროს და რას გულისხმობს “ნულოვანი ტოლერანტობა” სამართალში.
პროექტი ახალგაზრდული რეფლექსი 2.0-ის მიზანია: 1) ახალგაზრდების სამართლებრივი გაძლიერებით, აქტივიზმით, მსუბუქ ნარკოდანაშაულსა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე რეაგირება, დახმარება და აღმოფხვრა. 2) ახალგაზრდებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციისა და ნდობის დამყარება/აღდგენა.