ტრენინგი მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში

დამატების თარიღი: 15 September 2022 / 15:58

13 სექტემბერს ინიციატივა “დარჩის” ორგანიზებით, მარნეულის მე2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი, რომელიც განხორციელდა პროექტის – “ნაბიჯი წინ” -ფარგლებში. ტრენინგს ესწრებოდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები, აქტივობის თემატიკა იყო: ინიციატივა “დარჩის” გაცნობა ახალგაზრდებისთვის; სოციალური მეწარმეობა; ლიდერობისთვის საჭირო უნარჩვევები; არსებული ახალგაზრდული შესაძლებლობების გაცნობა. მონაწილეებს ასევე ჩაუტარდათ სხვადასხვა სახის გუნდური სამუშაოები სოციალურ მეწარმეობასა და ლიდერობაზე. ყველა ახალგაზრდას გადაეცათ ინიციატივა “დარჩის” სერთიფიკატები.
პროექტი განხორციელდა ესტონეთის განვითარების სააგენტოს (ESTDEV) მხარდაჭერით და EVZ Young-ის ჩართულობით. ჩვენი ორგანიზაცია მადლობას უხდის მარნეულის მე2 საჯარო სკოლას და სკოლის მოსწავლეებს თანამშრომლობისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace