ტრენინგი მარნეულში “განათლება უკეთესი მომავლისთვის”

დამატების თარიღი: 29 April 2016 / 17:46

2016 წლის 28 აპრილს უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრმა მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა ტრენინგი ,,განათლება უკეთესი მომავლისთვის’’. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ქართველები, ასევე აზერბაიჯანელები, რაც მნიშვნელოვანია განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანთა ინტეგრაციის პროცესში.
ტრენერებმა ისაუბრეს ისეთ საკითხბზე, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა, არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობა, განათლების როლი უკეთესი მომავლისთვის. მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ,,Erasmus+ ის’’ გაცვლითი პროგრამების შესახებ. ტრენინგის ერთი ნაწილი დაეთმო ნიგერიელი სტუდენტის პრეზენტაციას თავისი ქვეყნის კულტურის, ტრადიციების, ღირსშესანიშნაობების შესახებ,რამაც მოსწავლეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო, მონაწილეებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
ცენტრი მადლობას უხდის მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს გაწეული დახმარებისთვის და მზად არიის ითანამშრომლოს მომავალშიც.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace