21-დან 29 ივლისამდე ბაკურიანში Let’s Do It Georgia-ს და Green heroes Austria-ს ორგანიზებით კიდევ ერთი ერასმუსის ტრენინგ კურსი განხორციელდა- “Youth for climate action ” .
პროექტმა გააერთიანა ახალგაზრდა ეკოაქტივისტები 7 ქვეყნიდან: საქართველო, ავსტრია, უკრაინა,აზერბაიჯანი , სლოვენია, ესპანეთი, ლიტვა.
ტრენინგ კურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მუშაკებისა და ეკოაქტივისტებისთვის ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილებების, გარემოსდაცვითი საკითხებისა და ნარჩენების გადამუშავების შესახებ.
პროექტის განმავლობში ჩატარდა აქტივობები, რომლებმაც ხელი შეუწყო მტკიცე გუნდის ჩამოყალიბებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
პროგრამა დატვირთული იყო ინფორმატიული სემინარებითა და ვორქშოპებით, რომლებშიც მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები.
25 ივლისს მოეწყო ექსკურსია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სადაც ეკო აქივისტებმა მოინახულეს უძველესი ეკლესია-მონასტრები და ასევე ეწვივნენ ქალაქ ბორჯომის პარკს.
პროექტის განმავლობაში Green Heroes Austria-სთან ერთად დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები , რომელშიც პროექტში ჩართული წარმომადგენლები და ახალგაზრდა მუშაკები მიიღებენ მონაწილეობას .
მოხარულები ვართ, რომ პროექტმა მიაღწია მთავარ მიზნებს, განავითარა მდგრადი კონპეტენციები მონაწილეებში და ჩამოაყალიბა მჭიდრო და ღირებული კავშირები.
პროექტი ჩატარდა ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.