უცხოელი სტუდენტების უფლებების დაცვის და ინტეგრციის ცენტრის კვარტალური ანგარიში

დამატების თარიღი: 16 December 2015 / 16:45

უცხოელი სტუდენტების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ახალგაზრდული კავშირის“ ერთწლიანი პროექტია. ცენტრის მთავარი მიზანი საქართველოში მცხოვრები უცხოელი სტუდენტებისქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესისხელშეწყობაა, ასევეიურიდიული კონსულტაციის გაწევა,პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრა.

 ცენტრში ფუნქციონირებს ოთხი მიმართულება: იურიდიული, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პროექტებისმართვისა და საინფორმაციო,რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ბენეფიციარებსეხმარებიან. უცხოელი სტუდენტების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრის სამიზნე ჯგუფი საქართველოს უნივერსიტეტების უცხოელი სტუდენტები არიან.თუმცა, მომართვიანობა ყველაზე ხშირადშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, დავით ტვილდიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისგანაა.

შემოსული განცხადებების უმრავლესობა სავიზო საკითხებთან დაკავშირებულპრობლემებს ეხებოდა. ბენეფიციარების უმრავლესობას დროებითი ბინადრობის მოწმობის აღებაზე უარი ეთქვათ, რის გამოც, საქართველოს კანონმდებლობით, ვიზის გაგრძელების უფლება არ აქვთ.

ცენტრში შემოსულ განცხადებებს შორის  საკრედიტო და სტუდენტურ ბარათებთან დაკავშირებული გაუგებრობებიგამოიკვეთა.  აღნიშნული საკითხი ცენტრმა  საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთადგანიხილა, კონსულტაციები გაიარა და „საქართველოს ბანკის“ დახმარებითყველა მსგავსი პრობლემა მოაგვარა.საკრედიტო ბარათის პრობლემასთანდაკავშირებული ფაქტიც ბენეფიციარის სასარგებლოდ მოგვარდა.

ცენტრი ასევე დაეხმარა ინდოელ მოქალაქეს, რომელიცსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის  1000 ლარით არაკანონიერად დააჯარიმეს. ცენტრის იურისტმა შეისწავლა აღნიშნული საქმე და შესაბამისი ქმედებების შემდეგ ბენეფიციარს უკანონოდ გაზრდილი ჯარიმა მესამედამდე შეუმცირეს.

უცხოელი სტუდენტების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრში სამი თვის განმავლობაში ცხრამეტი განცხადება შემოვიდა, აქედან აქედან მათგანს ცენტრმა სათანადო დახმარება აღმოუჩინა.

ვიზის პრობლემის აქტუალურობის გამო, ცენტრი  სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას დაუკავშირდა, რომელთაც აღნიშნულ საკითხზემუშაობის გამოცდილება აქვთ და ამ დროისთვის რეკომენდაციებსგადის.

გარდა იურიდიული ხასიათის საკითხებისა, საქართველოში მყოფ უცხოელ სტუდენტებს საზოგადოებასთან ინტეგრაციის პრობლემაც აწუხებთ. ხშირია დისკრიმინაციისა და რასიზმის ფაქტები. ცენტრისხვადასხვა საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი აქტივობით აღნიშნული პრობლემის გადაჭრას აქტიურად ცდილობს.უცხოელი სტუდენტების ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ინტერკულტურული საღამოები, მრგვალი მაგიდისშეხვედრები, ფილმის ჩვენება-დისკუსიები და ინტერკულინარიული დღეების ორგანიზება იმართება.

შეხვედრებზე  ქართველი და უცხოელი სტუდენტები საქართველოში არსებული ინტეგრაციის პრობლემების შესახებერთად მსჯელობენ და ერთმანეთს  თავიანთ გამოცდილებას და პრობლემის გადაჭრის გზებსუზიარებენ.

უცხოელი სტუდენტების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციისცენტრმა საინფორმაციო შეხვედრა და მრგვალი მაგიდა,  ოფისის ფარგლებისგარდა, შემდეგ უნივერსიტეტებშიჩაატარა: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი. ამ მიმართულებით საქმიანობასცენტრი ამ ეტაპზეც აგრძელებს.

უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრი  ასევე ახორციელებსპროექტს ,,მომავლის თაობა’’ – სკოლის მოსწავლეებისათვის. ტრენინგების ჩატარება საქართველოს 12 სკოლაშია დაგეგმილი. ამ დროისთვის ჩატარებულია ორი ტრენინგი საგარეჯოს  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრსა და ხაშურის მე-7 საჯარო სკოლაში. ტრენინგის თემებია: სამოქალაქო საზოგადოების არსი და არჩევნებში მონაწილეობის როლი დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში, განათლების წვლილი პირადი მიზნების მიღწევაში, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და კულტურათაშორისი დიალოგი. ყველა ტრენინგში მონაწილეობს ორგანიზაციის უცხოელი მოხალისე, რომელიც ახალგზრდებს საკუთარი ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს და ღირსშესანიშნაობებს აცნობს.

საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის  მიმართულებების საქამიანობა პარტნიორ ორგანიზციებთან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციებსა და თვითმმართველობებთანმოლაპარაკებებს მოიცავს, ასევე კონსულტაციებს სამინისტროებთან და არასამთავრობო სექტორთან.

უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ორგანიზაციის საქმიანობით,  შეუძლიათ ცენტრის უცხოელ სტუდენტთა ჯგუფში გაწევრიანდნენ და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა მიიღონ. ამ ეტაპზე ცენტრში რვა უცხოელი ოხალისეა ჩართული. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ინტერკულტურული საღამოების ორგანიზებასა და განხორციელებაში და ქართველ ახალგაზრდებს საკუთარ კულტურას,  ტრადიციებს, დღესასწაულებსა თუ სამზარეულოს აცნობენ. ეს პროცესი განსხვავებული ეროვნების ადამიანთა დაახლოებას და მათ ჰარმონიულ თანაცხოვრებას უწყობს ხელს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace