ფილმის ჩვენება და დისკუსია

დამატების თარიღი: 17 March 2016 / 18:50

2016 წლის 16 მარტს უცხოელ სტუდენტთა ულებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრმა ფილმის ჩვენება-დისკუსია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები საქართველოდან შრი-ლანკადან, ინდოეთიდან. ფილმის დაწყებამდე მათ მიიღეს ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის შესახებ, ისაუბრეს მოტივაციის მნიშვნელობაზე და ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, როგორ ახერხებენ შეინარჩუნონ მოტივაცია და იბრძოლონ მიზნის მისაღწევად. ფილმი ,, უდაბნოს მოცეკვავე’’ მათი შეფასებით თემატური და საინტერესო იყო. გარკვეული დრო დაეთმო დისკუსიას. მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები ფილმის მთავარი იდეის შესახებ. ცენტრი მადლობას უხდის მონაწილეებს საინტერესო შეხვედრისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace