შეხვედრა რუსთავის მერიაში

დამატების თარიღი: 06 March 2019 / 16:42

5 მარტს, რუსთავის მერიაში შედგა შეხვედრა “სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის” თანამშრომლებსა და “მასტერფის საქართველოს” წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის განმავლობაში განვიხილეთ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა რუსთავში არსებული სპორტისა და ახალგაზრდობის სასახლის გრაფიტით მოხატვა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახალგაზრდობის წარმომადგენლები სტუდენტური გაერთიანების საინიციატივო ჯგუფიდან “იდეატორი” და არტისტი გიორგი ჩაჩანიძე, რომელიც დაგვეხმარება საერთო პროექტის სისრულეში მოყვანაში. ♥ აქვე აუცილებელია ვახსენოთ, რომ მასტერფისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა Walls of Connection – ანუ ერთგვარი დამაკავშირებელი კედლები, რომელიც საზოგადოებაში გაზრდის ინკლუზიურობის დონეს, წაახალისებს ახალგაზრდებს და მოშლის არსებულ სოციალურ თუ გეოგრაფიულ ბარიერებს. სწორედ ამ მიმართულებით იწყებს “მასტერფის საქართველო” მუშაობას და პროექტის “Creative Twinning” ფარგლებში განახორციელებს მრავალ სხვადასხვა საინტერესო აქტივობას!

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace