ორშაბათ მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო. კვირის პირველ დღეს გვინდა, გაგიზიაროთ ჩვენი პროექტის (One Step Ahead) ერთ-ერთი პირველი წარმატებული ნაბიჯი.
ალბათ, წინა პოსტებიდან გახსოვთ, რომ თეთრიწყაროსა და მარნელულის რეგიონში ვიწყებთ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების თვითდასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას მათ საცხოვრებელ თემში, განათლების, სოციალური მეწარმეობისა და ახალგაზრდული აქტივიზმის გზით.
შესაბამისად პარასკევს 21 იანვარს, შევხვდით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებს ფატი შავაძესა და გიორგი ნადირაძეს, რომლებთან ერთადაც ვისაუბრეთ პროექტის შესახებ და დავსახეთ სამომავლო მიზნები ერთობლივი თანამშრომლობისთვის.
ასევე 21 იანვარს მოვაწყეთ დისტანციური შეხვედრა თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარე ლუსინე დოსტიბეგიანთან, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორ- ნინო ტიკურიშვილთან და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა აქტიურ ლიდერთან ერთად.
შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ One Step Ahead-ის განმავლობაში დაგეგმილ აქტივობებსა და პროექტში ჩართვის ბენეფიტებზე.
დიდი მადლობას ვუხდით შეხვედრაში ჩართულ თითოეულ მონაწილეს და ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, რომლის მხარდაჭერითაც ხორციელდება აღნიშნული პროექტი.