ბავშვებისთვის !

დამატების თარიღი: 09 May 2020 / 18:07

ვაგრძელებთ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას. დღეს დავეხმარეთ სამ ოჯახს თქვენგან გამოგზავნილი თანხით ვუყიდეთ საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები.

1. 4-შვილიან ოჯახს სამგორში.
2. 3-შვილიან ოჯახს სამგორში.
3. 5-შვილიან ოჯახს თემქაზე.

ამასთან, ძალიან ვწუხვართ, რომ ყველას ვერ ვეხმარებით ვინც გვეხმიანება, ვინაიდან ჩვენ ვართ 4 ახალგაზრდა მოხალისისგან შემდგარი ჯგუფი. ყველაფერს ვაკეთებთ თქვენი, მოქალაქეების მხარდაჭერით და არ გვყავს სპონსორი, ან ფინანსური სახსრები, რითაც შევძლებდით თითეული ადამიანის დახმარებას, ვინც ინბოქსში მოგვწერა.

ამიტომ ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ, თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომერზე: GE48BG0000000583045800GEL, მიმღები – მარიამ ჯუღელი. დანიშნულებაში მიუთითეთ: ქველმოქმედება.

თანხის ჩარიცხვის გარდა სხვა გზებითაც შეგიძლიათ დახმარება, მაგალითად გააზიარეთ პოსტი ან დააკომენტარეთ, რათა მეტი გამოხმაურება მოყვეს და უფრო მეტ ადამიანს მიწვდეს ხმა. ასევე მოიწვიეთ თქვენი მეგობრები ჯგუფში.

ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace