საინტერესო ამბები ჩვენს ორგანიზაციაში, ვეძებთ პროექტის 10 მონაწილეს.
ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად Libertas Center/Institute of religion and society, (უკრაინა) კავკასიის ახალგაზრდული კავშირი (CAYNEX)(საქართველო) და JUBUK (გერმანია) ვიწყებთ ერთობლივ პროექტს InterCultural Digital EuroCaravan (ინტერკულტურული ციფრული ქარავანი).
პროექტის მიზანია შეამსუბუქოს COVID-19 ის დროს გამოწვეული კრიზისები ახალგაზრდებში, გამოვიყენოთ კულტურა როგორც სოციალური ერთობის ინსტრუმენტი, ახალგაზრდა ევროპელებში სოლიდარობის გასაძლიერებლად. ერთმანეთისთვის საუკეთესო ისტორიებისა და პრაქტიკების გაზიარებით ჩვენ შევძლებთ გავიმარჯვოთ კრიზისებზე და იმ ვითარებაზე, რომელიც COVID-19 პანდემიამ გამოიწვია.
პროექტის მთავარი თემატიკა იქნება
1. იდენტობა
2. დიალოგი
3. თანამშრომლობა
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
1. ონლაინ (ZOOM ) სემინარები სხვადასხვა თემატიკაზე + დისკუსია.
2. ონლაინ სივრცეში სოციალური კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება.
3. გუნდური შეხვედრები საჭიროებისამებრ, კავკასიის ახალგაზრდული კავშირის ოფისში.
ინტერკულტურული ციფრული ევრო ქარავანი არის ინიციატივა, რომლის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობით გააძლიეროს კულტურული და სულიერი კავშირები ევროპის ქვეყნებს შორის , ასევე დაეხმაროს ხალხს ერთად ისწავლონ, გაიზიარონ და იმოქმედონ.
პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს დაევალებათ ერთობლივად შექმნან სოციალური კამპანიები, სოციალური ქსელების გამოყენებით, ერთიანობისა, მოტივაციისა და ინტერკულტურული დიალოგის იდეას გასაძლიერებლად, როგორც ერთობის, წინსვლის და თანამშრომლობის განმტკიცების გზა.
სოციალური კამპანიების მოფიქრებაში გუნდის 10 მონაწილე იქნება თავისუფალი და ხმათა უმრავლესობით გადაწყდება რომელი იდეა გაიმარჯვებს. თემატიკის შერჩევაში არ ხართ შეზღუდულები, მთავარია პასუხობდეს ზემოთ ჩამოთვლილ იდეებს.
ყველა მონაწილეს გაწეული შრომისთვის და სოციალურ კამპანიაში მონაწილეობისთვის ეთჯერადად გადაეცემა ფულადი ჯილდო 800 ლარი (მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სრულად იქნება კურსში ჩართული).
–პროექტის მონაწილეები – 30 ახალგაზრდა (17-29 წელი)
–სამუშაო ენა – ინგლისური (მინიმუმ ბ2 დონე)
–სამუშაო სივრცე – ონლაინ (ZOOM, 8 შეხვედრა)
–პროექტის ხანგრძლივობა ( 23 აგვისტო – 23 დეკემბერი)
პირველი ონლაინ შეხვედრა გაიმართება 23 აგვისტოს 18:00 საათზე.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე:
caucasusyouthnexus@gmail.com
პროექტის დედლაინი: 15 აგვისტო 21:00 საათი
P.S. დროისა და ადამიანური რესურსის სიმცირის გამო, ორგანიზატორები დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
პროექტი ხორციელდება გერმანიის „ Die Stiftung Erinnerung, Verantwortung und Zukunft (EVZ)“- ის მხარდაჭერით. კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის Libertas Center/Institute of religion and society -ს თანამშრომლობისთვის. / CAYNEX is grateful for cooperation opportunities with
Libertas Center for interreligious dialogue/Центр діалогу Лібертас (Ukraine) and
Jubuk (Germany)