2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდული ფორუმი

დამატების თარიღი: 27 June 2017 / 12:39

22-23 ივნისს, “კავკასიის ახალგაზრდული კავშირის” პრეზიდენტი – გიორგი აზარიაშვილი და მასტერფისის ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი – ლევან გორგაძე იმყოფებოდნენ 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდულ ფორუმზე, ქალაქ ვარშავაში, პოლონეთში.  აღნიშნულ ღონისძიებას 300-მდე მონაწილე ესწრებოდა, როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე პარტნიორი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.

ფორუმის ფარგლებში გარდა პანელ დისკუსიებისა და სტუმრების სიტყვით გამოსვლისა გაიმართა სხვადასხვა ვორქშოპები და სამუშაო შეხვედრები შემდეგ თემებზე: ახალგაზრდები როგორც აქტიური, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, ახალგაზრდები და მეწარმეობა,  ახალგაზრდები და განათლება, როგორც ფორმალური ასევე არაფორმალური.

ფორუმის ფარგლებში მოაეწყო ფილმის ჩვენება სახელწოდებით “უკანასკნელი მეთევზე”, რომელიც თავად მისმა აღმასრულებელმა პროდიუსერმა,  ლეო კასერერმა (executive producer Leo Kaserer) გააცნო დამსწრე საზოგადოებას, პროექტის მეორე საღამოს კი გაიმართა ოფიციალური ვახშამი პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace