ალბანურ–სამხრეთ კორეული ინტერკულინარიული საღამო

დამატების თარიღი: 01 July 2016 / 14:50

2016 წლის 30 ივნისს უცხოელი სტუდენტების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრმა ჩაატარა ინტერკულტურული საღამო. შეხვედრაზე პრეზენტატორები იყვნენ კორეისა და ალბანეთის წარმომადგენლები, რომლებმაც აუდიტორიას გააცნეს თავისი ქვეყნის ტრადიციები, კულტურა, ისტორია,ღისშესანიშნაობები.. რამაც აუდიტორიაში დიდი დაინტერესება გამოიწვია და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს გაუჩნდათ შეკითხვები ამ ქვეყნების: სამართლებრივი სტრუქტურის, განათლების სისტემის, ფულის ერთეულების შესახებ. რაზეც მომხსენებლებმა ამომწურავი პასუხი გასცეს. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო კორეისა და ალბანეთის ტრადიციული კერძების დაგემოვნებას. ცენტრი მადლობას უხდის მოხალისეებს საინტერესო პრეზენტაციისთვის და აგრძელებს მათთან თანამშრომლობას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace