3 წელი ერთად – მარიამ ჯუღელი

დამატების თარიღი: 28 September 2020 / 16:55

მესამე კურსზე სრულიად შემთხვევით გადავაწყდი პოსტს ახალგაზრდული გაცვლითი პროექტის შესახებ. დავწერე სამოტივაციო წერილი და დაველოდე პასუხს. გასაუბრებაზე რომ დამიბარეს ეს დღეც მახსოვს, რუსთაველზე ვსეირნობდი.
ვიჯექი გასაუბრებაზე მაგიდის საპირისპირო მხარეს და ვფიქრობდი რამდენად კარგი მონაწილე ვიქნებოდი თუკი ჩემი დღევანდელი თანამშრომლები ამარჩევდნენ.
ამირჩიეს. გამიხარდა, თუმცა ეს არ ყოფილა ბოლო კავშირი. სომხეთში პროექტზე ვიმყოფებოდი, როცა ლევანმა დამირეკა და მითხრა, რომ ამჯერად გერმანიაში სურდა გავეგზავნე როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი. სომხეთიდან დაბრუნების შემდეგ MasterPeace-ში მუშაობაც დავიწყე.
მიკვირდა როგორ დაინახეს ჩემში პოტენციალი, რომელიც ჩემთვის ხშირად ბუნდოვანი იყო, როგორ მომენდნენ და როგორ დამეხმარნენ განვითარებაში. პირველად სწორედ ამ ორგანიზაციის დახმარებით გავფრინდი. ისეც და ასეც, როგორც თქვენ გსურთ ისე გაიგეთ.
აქ არავის ვიცნობდი. შემთხვევით მოვედი და გავიზარდე. მესამე წელია რაც აქ ვმუშაობ და ვხვდები, რომ მთავარია ადამიანებს მისცე საშუალება და დაეხმარო იყვნენ ისინი, ვინც არიან. არცერთი წვეთით ნაკლები..
დღეს უკვე წარმატებით და დამოუკიდებლად ვახორციელებ მასშტაბურ პროექტებს. ამჯერად მე
ვცდილობ მათთან ერთად აღმოვაჩინო ის ახალგაზრდები, რომლებიც დაგვეხმარებიან გავაძლიეროთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონები.
სიტყვა გამიგრძელდა და ამჯერად მოკლედ დავასრულებ სათქმელს – some places are meant to be home.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace