მასტეფისის საერთაშორისო ღონისძიებას, „Great Minds Meeting” უტრეხტში

დამატების თარიღი: 04 September 2018 / 17:57

2018 წლის 3 სექტემბერს „მასტერფის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ორგანიზაციის” კოორდინატორი ლევან გორგაძე დაესწრო მასტეფისის გლობალურ საერთაშორისო ღონისძიებას, „Great Minds Meeting” ქალაქ უტრეხტში, ჰოლანდიაში.

დამსწრე საზოგადოებას და მასტერფისის სხვადასხვა კლუბების ლიდერებს მიეცათ საშუალება შეხვედროდნენ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს ინსტიტუციების წარმომადგენლებს, გაეზიარებინათ საკუთარი ქვეყნების და საზოგადოებების გამოცდილება. ღონისძიების მთავარ თემატიკას წარმოადგენდა ე.წ „Storytelling” და „Story-listening” სადაც მომხსენებლები უზიარებდნენ საკუთარ ისტორიას და გამოცდილებას დამსწრე აუდიტორიას. პრეზენტაციები აგრეთვე შეეხებოდა დიალოგის მნიშვნელობას, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას, Soft-power Theatre, ფეხბურთი/სპორტი და დიალოგი, ლიდერობა და მრავალფეროვნება და მდგრადი ქალაქები.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace