აშშ-ს აზერბაიჯანული ქსელი (U.S. Azeris Network) მიმართავს კონგრესს: არ გაუწიოთ დახმარება მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ მოძრაობას.

დამატების თარიღი: 04 April 2013 / 23:50

აზერბაიჯანულმა დიასპორამ მონაწილეობა მიიღო შეერთებული შტატების ქვეკომიტეტის განხილვებში, რომელიც ეხებოდა საგარეო ოპერაციების განხორციელებას და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს.

 

როგორც ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია (APA)  იუწყება, აშშ-ს აზერბაიჯანული ქსელის (U.S. Azeris Network) დამფუძნებელს და გამგეობის წევრს – ადილ ბაგუროვს, ასევე სომხეთის ეროვნული კომიტეტის (ANCA) წევრ- რაფი კარაკაშიანს ქვეკომიტეტის მოსმენაზე, რომელიც შეეხებოდა 2014 წელს დიდი რაოდენობით დაფინანსების გაცემას სხვადასხვა ქვეყნისსათვის,  მიეცათ საშუალება, რომ  სიტყვით გამოსულიყვნენ.

როგორც ა. ბაგუროვმა განაცხადა, აშშ-ს აზერბაიჯანული ქსელის (USAN) სიტყვიერი მიმართვა ამერიკის კონგრესისადმი ისტორიაში პირველად განხორციელდა. უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში USAN-ი მხოლოდ წერილობითი მიმართვებით შემოიფარგლებოდა მის მიმართ. მიმართვაში ბაგუროვმა შეახსენა ამერიკის ქვეკომიტეტს, რომ მათ მიერ გაწეული ფინანსური დახმარება სომხეთის მიმართ, ყოველთვის აღემატებოდა აზერბაიჯანისას.

,,არსებობს დიდი დისბალანსი აშშ-ს მიერ ფინანსური დახმარებებისა აზერბაიჯანსა და სომხეთის მიმართ. ყველაზე მცირე ეს დახმარებები ერთნაირი უნდა იყოს ორივე ქვეყნისათვის, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია და მოსახლეობა ოჯერ აღემატება სომხეთს.  ამავე დროს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლტოლვილთა და დევნილთა რიცხვიც  აზერბაიჯანში გაცილებით დიდია.’’ -განაცხადა ბაგუროვმა.

მან ასევე ქვეკომიტეტის  წევრთა ყურადღება გაამახვილა იმის თაობაზე, რომ აშშ არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც პირდაპირ დახმარებას უწევს მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეჟიმს  ბაქოს თანხმობის გარეშე. მაშინ როცა მსგავს მხარდაჭერას არც აფხაზეთი, არც ჩრდილო ოსეთი, არც დნესტრისპირეთი, არც ჩეჩნეთი და არც ჩრდილო კვიპროსი არ იღებს აშშ-დან.

ბაგუროვმა ასევე ისაუბრა აშშ-ს კანონების შესახებ, რომელიც ქმნის ბარიერებს, აღადგინონ წესრიგი და სამართლიანობა ყოფილი საბოჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიების დამრღვევთა წინააღმდეგ. ,,რატომ ხდება, რომ ეს იურდიულად სავალდებულო ინსტრუქცია და ამ დროს წლებია იგნორირებულია’’ – აცხადებს იგი.

USAN-მა ქვეკომიტეტის წევრებს თხოვა, რომ მათთის გამოეყოთ თანხა 26 მილიონი დოლარის ოდენობით, რომელიც 2011 წლით იყო გათვალისწინებული, 10 მილიონი დოლარი, როგორც ჰუმანიტარული დამხარება და 900 ათასი დოლარი სამხედრო უზრუნველყოფისათვის. ამავე დროს აშშ-ს აზერბაიჯანულმა  ქსელიმა ითხოვა, რომ მომდევნო წელს აშშ-ს აღარ გაეწია დახმარება მთიანი ყარაბაღისთის და არ გამოეყოთ იმაზე მეტი თანხა სომხეთისათვის, რაც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა. გასულ  წელს ამერიკის ადმინისტრაციამ, მოითხოვა 16.3 მილიონი დოლარის აზერბაიჯანისთვის და 36.6 მილიონი დოლარის სომხეთისათვის გამოყოფა.

თავის მხრივ სომხეთის წარმომადგენემა, მადლობა გადაუხადა ქვეკომიტეტს გასული წლის მთიანი ყარაბაღისთვის 5 მილიონი დოლარის დახმარების გამო და სთხოვა სომხეთისათვის 50 მილიონი დოლარის თანხით მხარდაჭერა. ასევე ითხოვა მათი მხრიდან  აზერბაიჯანისათვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა და მონაწილეობის მიღება სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის რეჟიმის სამშვიდობო მოლაპარაკებაში.

 

წყარო: http://www.news.az/articles/karabakh/78320

ნანა დონღვანი

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace