9-12 იანვრის განმავლობაში კავკასიის ახალგაზრდული კავშირის და Masterpeace Georgia-ს ოფისში განხორციელდა ინტენსიური ტრენინგი და პრაქტიკული კურსი ორგანიზაციის გუნდის წევრებისთვის. შეხვედრები დაიწყო გუნდის მშენებლობის აქტივობებით და ცალკეული კლუბების პრეზენტაციებით, რომლებსაც წარმოადგენენ “Let’s Do It! Georgia” და “Rotaract Club of Tbilisi International”. ამასთანავე, შევაჯამეთ 2018 წელს განხორციელებული ღონისძიებები, რის შემდეგაც შემდგომი დღეები დაეთმო 2019 წლის აქტივობების დაგეგმვას, ამოცანების და მიზნების დასახვას, დავალებების განაწილებას. ტრენინგს ასევე შემოუერთდნენ გორის, მარნეულის და ხაშურის ახალგაზრდული კლუბების წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან რეგიონალურ დონეზე ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში. შეხვედრებმა პროდუქტიულად ჩაიარა და ჩვენი გუნდი განახლებული მოტივაციით და ენერგიით განაგრძნობს საქმიანობას.