2018 წლის 25-28 იანვარს, „Let’s do it Georgia”, და „მასტერფის საქართველოს“ დელეგაცია დაესწრო „Clean World Conference 2018” ქალაქ ტალინში, ესტონეთი. აღნიშნულ კონფერენციას დაესწრნენ სამოქალაქო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერები მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო კამპანიაში, გარემოს დაბინძურების მზარდი პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კონფერენცია დატვირთული იყო სამუშაო შეხვედრებით და ვოქრშოფებით შემდეგ თემებზე: ახალგაზრდების მობილიზება და ჩართულობა, პიარი და მარკეტინგი, ტექნოლოგიების როლი გარემოს დაცვით საკითხებში, დასუფთავების აქციების დაგეგმვა და განხორციელება, 2018 წლის მსოფლიოს დასუფთავების დღის დაგეგმვა, პარტნიორების მოძიება და ჩართულობა მსოფლიოს დასუფთავების დღის ღონისძიებაში.
აღნიშნულ კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა ოფიციალური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ესტონეთის პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა გარემოს დაცვისა და მსოფლიოს დასუფთავების ინიციატივის მნიშვნელობას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას, სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობას.
მსოფლიოს დასუფთავების დღის ინიციატივას ესტონეთში მხარს უჭერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო (განვითარების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში) გარემოს დაცვის სამინისტრო, EuroPark, DHL Estonia, PricewaterhouseCoopers, Kolm Lõvi, Technopolis Ülemiste, Excellent Business Solutions, Infovara, Qlik, Enterprise Estonia, Coca-Cola, Interlex, IBM, Davines, Neste, Meedius, Sendsmaily, JCI, Microsoft და სხვ.
„Let’s do it world“ „World Cleanup Day” – ს ფარგლებში გეგმავს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციის მოწყობას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, 2018 წლის 15 სექტემბერს, რომელშიც მსოფლიოს მოსახლეობის 5% ჩაერთვება, აღნიშნულ აქციას საქართველოც შეუერთდება და მას კოორდინაციას “Let’s do it Georgia” გაუწევს.