“Digital Storytelling” ვორქშოფი ხიხანში

დამატების თარიღი: 06 June 2019 / 18:29

5 ივნისს მორიგი “Digital Storytelling” ვორქშოფი ჩავატარეთ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიხანში!

ვორქშოფი ხიხანის სათემო სახლში გაიმართა, სადაც გაცნობითი პრეზენტაციის შემდეგ ჩვენმა მონაწილეებმა სხვადასხვა კრეატიული და შემოქმედებითი დავალებები შეასრულეს. ამ სავარჯიშოების მიზანი იყო ისტორიების მოყოლის წახალისება და თავდაჯერებულობის, თვითდაფასების ამაღლება ახალგაზრდებში. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ჩაეწერათ თავიანთი ციფრული ისტორიები და გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და ცხოვრების პატარა ნაწილი არა მხოლოდ ერთმანეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

“Digital Storytelling”, ანუ ციფრული ისტორიის თხრობა, თანამედროვე და სახალისო მეთოდია, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს გააუმჯობესონ ინიციატივის გამოჩენის და ლიდერობის უნარები, ასევე იყვნენ უფრო თავდაჯერებულები და რაც მთავარია, გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ისტორიები ყველას, ვისაც მობილურ ტელეფონზე და ინტერნეტზე ხელი მიუწვდება.

“Digital Storytelling” ჩვენი გრძელვადიანი პროექტის “Creative Twinning: ACT!”- ის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace