“Digital Storytelling” ვორქშოფი ხაშურში

დამატების თარიღი: 04 April 2019 / 16:41

Digital Storytelling-ის პირველი ვორქშოფი 3 აპრილს ხაშურში ჩავატარეთ.  ჩვენმა არაჩვეულებრივმა მონაწილეებმა კრეატიული დავალებების და ფოტოგრაფიის სავარჯიშოს დახმარებით შეძლეს შემოქმედებითი უნარების გახსენება, რის შემდეგაც ჩაწერეს თავიანთი ციფრული ისტორიები.

სწავლების თანამედროვე მიდგომებიდან Digital Storytelling ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და კრეატიულია. იგი ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, თავიანთი ისტორია და გამოცდილება გაუზიარონ არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ ყველას მთელი მსოფლიოს გარშემო, ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტზე და კომპიუტერზე, ან მობილურ ტელეფონზე. 

Digital Storytelling ჩვენი გრძელვადიანი პროექტის, Creative Twinning-ის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას, გაძლიერებას და საზოგადოებაში ჩართვას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace