Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი “Me, You, Us”

დამატების თარიღი: 08 May 2019 / 14:07

2019 წლის 6 მაისს ბაკურიანში დაიწყო ერასმუს+ პროგრამის ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი “Me, You, Us”, რომელიც 15 მაისამდე გაგრძელდება.

ზემოთ აღნიშნული პროექტი ტარდება “MasterPeace Georgia Eastern Partnership and Central Asia Regional Organization” და “Student Association for Intercultural Learning” თანამშრომლობის შედეგად. მასში მონაწილეობას იღებენ: საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, პოლონეთის, გერმანიის, ავსტრიისა და ესპანეთის ახალგაზრდა ლიდერები. მოცემული ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი ტარდება ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს კულტურათაშორისი დიალოგის წახალისება, ახალგაზრდების გააქტიურება და კულტურული მრავალფეროვნების წახალისება.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace