EuroCaravan-ის ფარგლებში შექმნილი ციფრული კამპანია Speak out

დამატების თარიღი: 10 December 2021 / 13:59

გიზიარებთ პროექტის “ინტერკულტურული ციფრული ქარავანის” ფარგლებში ჩვენი მონაწილეების მიერ შექმნილ ერთ-ერთ ციფრულ კამპანიას “Speak out”, რომლის მთავარი მიზანი ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლება, მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობის ნარმალიზებაა. დღევანდელი საინტერესო პოსტი კი ემოციურ ინტელექტს შეეხება…

იხილეთ სტატია

,,

მუდმივი განვითარებისთვის რა გვჭირდება ყველაზე მეტად?
  • მუდმივი პიროვნული განვითარება, იმისათვის რომ ყველა გამოწვევას ვუპასუხოთ.
  • რა გულისხმობს პიროვნული განვითარება?
  • პიროვნული განვითარება არის პროცესი, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე მიმდინარეობს. იგი ადამიანს ეხმარება, შეაფასოს და განავითაროს საკუთარი უნარ-ჩვევები იმისათვის რომ, კონცენტრირდეს ცნობიერების ამაღლებაზე, ცხოვრებისეულ მიზნებზე, გამოწვევებსა და მისწრაფებებზე.

 

პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა საშუალებას აძლევს ადამიანს იყოს მუდმივად პროაქტიული და ჰქონდეს სწრაფვა საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენისაკენ.
ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა რა მიზანი გაქვს, თუ პიროვნულად იზრდები და ვითარდები ანუ შენ ფლობ ყველა იმ უნარ-ჩვევას, რომელიც გეხმარება სისრულეში მოიყვანო მიზნები!
რატომ არის მნიშვნელოვანი პიროვნული განვითარება?
არსებობს მცდარი მოსაზრება რომ პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა რელევანტურია მათთვის,ვისაც ესაჭიროება ბევრი შრომა მიზნის მისაღწევად, სინამდვილეში კი ყველაზე წარმატებული ადამიანებიც კი მუდმივად მიისწრაფვიან განვითარებისკენ. თქვენს გონებას ყოველთვის სჭირდება “გამოკვება”, სწორი ინფორმაცია ამიტომ არასოდეს შეწყვიტოთ ეს პროცესი!
სწავლა მუდმივი პროცესია და ნურასოდეს შეწყვეტთ მას! ”

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace