გლობალური სამიტი 2022 ესტონეთში

დამატების თარიღი: 14 July 2022 / 12:15

📌2022 წლის 6-8 ივლისს, ტორიში ( ესტონეთი) Let`s do It World – ის ორგანიზებით გაიმართა გლობალური სამიტი 2022 , რომლის მიზანი მსოფლიო დასუფთავების დღისთვის ( 2022 , 17-18 სექტემბერი) მომზადება იყო.
📍სამიტს ესწრებოდა 50 მონაწილე მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.
🖇ყოველი დღე დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით, ვორქშოპებით, ტრეინინგებით , პრაქტიკების გაზიარებით, რამაც კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობა მისცა მონაწილე ლიდერებს.
📌Let`s Do It World – ი გლობალური, მწვანე მოძრაობაა, რომელსაც წარმომადგენლები ჰყავს მსოფლიოს 171 ქვეყანაში.
📣2022 წელს მსოფლიო დასუფთავების დღის მიზანია 50 მილიონი მოხალისის მობილიზება პლანეტის დასუფთავებისთვის, რაშიც საქართველო 2016 წლიდან აქტიურად არის ჩართული
🌎2022 წლის საქართველოს დასუფთავების დღის მიზანია 20 000 მოხალისის მობილიზება სუფთა საქართველოსთვის. მოხალისედ ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და კომპანიას. 🤗

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace