Let’s Do It World-ის კონფერენცია

დამატების თარიღი: 29 January 2020 / 18:22

ჩვენი ორგანიზაციის პრეზიდენტი 22-26 იანვარს ტალინში Let’s Do It World-ის კონფერენციას დაესწრო.

კონფერენციაზე იყვნენ მოწვეული 180 ქვეყნის Let’s Do It ორგანიზაციების ლიდერები, რომლებმაც გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება, განიხილეს საუკეთესო პრაქტიკები, გაიცნეს გარემოს დაცვის სფეროში ყველაზე შთამაგონებელი ადამიანები და ერთად დაგეგმეს 2020 წლის მსოფლიოს დასუფთავების დღე.

Let’s Do It World მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი სამოქალაქო მოძრაობაა. ის სულ რაღაც 12 წლის წინ დაიწყო, თუმცა უკვე მთელი მსოფლიოდან 22 მილიონი მოხალისეა ჩართული. ერთმანეთს შორის მანძილის და დროის განსხვავების მიუხედავად, Let’s Do It ერთი დიდი ოჯახია, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და საერთო მიზნებისთვის თავდადებით ვმუშაობთ.

ახლად შევსებული ენერგიით, მონდომებით და ინსპირაციით, Let’s Do It საქართველოში მზად ვართ 2020 წლის გეგმები განვახორციელოთ.

ჩვენი წარმატება თითოეული ჩვენი მოხალისის დამსახურებაა, ასერომ დიდი მადლობა ყველას, ვინც 2019 წლის დასუფთავების დღეში თავისი კონტრიბუცია შეიტანა და ამ მოძრაობის ნაწილი გახდა.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace