”Music Above Fighting” ფილმის ჩვენება ხაშურის მუნიციპალიტეტში

დამატების თარიღი: 23 May 2014 / 22:40

17 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია კაინექსის და მასტერფის საქართველოს ორგანიზებით ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა კინოჩვენება: ”Music Above Fighting” (მუსიკა ბრძოლის ნაცვლად). ფილმის ჩვენებასთან ერთად მოეწყო დამსწრე საზოგადოებისთვის ორგანიზაციის გაცნობა. პრეზენტაციისა და ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია და შემუშავდა ახალი იდეები, რომელსაც “მასტერფის საქართველო” უახლოეს მომავალში განახორციელებს.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace