შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში

დამატების თარიღი: 28 May 2022 / 08:27

📣 მიმდინარე წლის 25 მაისს კასპის მუნიციპალიტეტის მერია-ში, პროექტ “იმოქმედე გარემოსთვის” (ACT FOR ENVIRONMENT) -ის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
📍 შეხვედრა განხორციელდა კასპის მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ მაისურაძესთან, მოადგილეებთან და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღავენელებთან.
➡️ შეხვედრაზე, რომელსაც ესტონელი პარტნიორები ესწრებოდნენ, განვიხილეთ ერთობლივად მიღწეული შედეგები და აქიტოვობები, რომლებიც განვახორციელეთ 2021 წლის აგვისტოდან – დღემდე, ასევე, ვისაუბრეთ სამომავლო იდეებზე და თანამშორმლების გზებზე.
👉 Let’s Do It საქართველო გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას კასპის მუნიციპალიტეტის მერიასთან, რათა მაქსიმალურად სწრაფ დროში დიდი ეფექტურობით ავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება ეკოლოგიურ გამოწვევებზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე დაკავშირებით
🎯 შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი აქტივობები და პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
დიდი მადლობა ჩართულობისა და დაინტერესებისთვის კასპის მუნიციპალიტეტის მერიას! 🙏

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace