კავკასიის ახალგაზრდულ კავშირსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დამატების თარიღი: 13 May 2022 / 10:33

ქუთაისის უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ახალგაზრდულ კავშირს“ (CaYNex) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორმა გოჩა თუთბერიძემ და “კავკასიის ახალგაზრდული კავშირის“ პრეზიდენტმა გიორგი აზარიაშვილმა მოაწერეს ხელი.

თანამშრომლობის მემორანდუმი სტუდენტებისთვის კარიერული და პიროვნული განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს, არაფორმალური განათლების პროცესებში მეტ ჩართულობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

პარტნიორობა ქუთაისის უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და დაინტერესებული პირების სოციალურ გააქტიურებას CaYNex-ის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო პროექტებით, ვებინარებით და ვორქშოფებით, რომლის ძირითადი თემატიკაა: სოციალური მეწარმეობა, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა და სხვა.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace