“We Are The Change” პროექტის დასასრული

დამატების თარიღი: 05 August 2019 / 18:45

2019 წლის 2 აგვისტოს დასრულდა ტრენინგების კურსი „We Are the Change”, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 25 ახალგაზრდა ლიდერი და მუშაკი. მონაწილეები შევარჩიეთ ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა: საქართველო, სომხეთი, რუსეთი, მოლდოვა, პოლონეთი, იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი.

პროექტის მიზნებს წარმოადგენდა შემდეგი:

-აღჭურვოს ახალგაზრდა ლიდერები და მუშაკები იმგვარი მეთოდოლოგიებით, რომელიც გაზრდის მათ პროფესიონალურ შესაძლებლობებს იმუშავონ ახალგაზრდებთან
-გაზარდოს ახალგაზრდებში ინიციატივის შეგრძნება და ხელი შეუწყოს მათ ჩაერთონ საზოგადოებრივ პროცესებში
-განავითაროს და მიაწვდინოს საგანმანათლებლო მატერიალები ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს, რაც დაეხმარება მათ გაიაზრონ ახალგაზრდული აქტივიზმის მნიშვნელობა და თუ როგორ უნდა შეუწყონ ხელი მას
-შექმნას ქსელი მოტივირებული ინდივიდუალებისა და ორგანიზაციებისათვის, რომლებიც მზად არიან შემდგომ პროექტებსა და აქტივობებში კოოპერაციისათვის პროექტის დასაწყისში მონაწილეებს გავაცანით ტრენინგის ორგანიზატორები. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ადგილობრივ კულტურას, შეესწავლათ ახალგაზრდებთან მუშაობის სპეციფიკა, უშუალო კონტაქტში შესულიყვნენ 5-დან 17 წლამდე ადგილობრივებთან, გაეცნოთ საკუთარი ორგანიზაციები ერთმანეთისათვის და გაეზიარებინათ არსებული გამოცდილება.

პროექტის დასასრულს ტრენინგის მონაწილეებმა შეიმუშავეს სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგია. მათ იმუშავეს საერთო საპროექტო იდეაზე, რომლის განხორციელებასაც, როგორც თავად მონაწილეები აცხადებენ, მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ.

პროექტის მთავარ თემატიკას წარმოადგენდა: სოციალური აქტივიზმი. ჩვენ იმედს ვიქონიებთ, რომ ტრენინგებზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება დიდ დახმარებას გაუწევს მონაწილეებს მათ სამომავლო საქმიანობაში.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace