ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი “One Step Ahead” დასრულდა

დამატების თარიღი: 12 November 2019 / 14:57

კავკასიის ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით 1-10 ნოემბერს ჩატარდა ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი (Youth Exchange) ბაკურიანში, რომელიც Erasmus+ ის, KA2, „ნაბიჯი წინ“, („One Step Ahead”) ერთ-ერთი აქტივობაა. პროექტში ჩართულია ოთხი პარტნიორი ორგანიზაცია: „Youth Power”- შვედეთი, INVENTO – მოლდოვა, FUNDACJA AUTOKREACJA -პოლონეთი და Caucasus Youth Nexus – საქართველო.
„ნაბიჯი წინ“, არის 1,5 წლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური მეწარმეობის საკითხის პოპულარიზაციას და განვითარებას მონაწილე ქვეყნებში. აღნიშნული ღონისძიება არის პროექტის მეოთხე აქტივობა, რომელსაც წინ უძღოდა ტრენინგი პოლონეთში, ადგილობრივი აქტივობები 4 პარტნიორ ქვეყანაში და სემინარი შვედეთში.
აღნიშნული პროექტი გულისხმობს მონაწილე ქვეყნებიდან 7-7 ახალგაზრდის გადამზადებას და სოციალური მეწარმეობის სწავლებას შვედეთში ჩატარებული სემინარის დროს შემუშავებული თულქიდით, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა კრეატიულ და ახალ მიდგომებს აღნიშნული თემის შესასწავლად.
პროექტი „ნაბიჯი წინ“ მთავარი მიზნებია:
– არასამთავრობო ორგანიზაციების და ახალგაზრდული მუშაკების შესაძლებლობების გაძლიერება, სოციალური მეწარმოების პოპულარიზაციისთვის.
– ამ საკითხებზე ახალი საგანმანათლებლო მიდგომების გამოკვლევა; ინოვაციური სასწავლო მეთოდოლოგიების ჩამოყალიბება, დატესტვა და გავრცელება მონაწილე ქვეყნებში.
– ახალგაზრდების გადამზადება და დახმარება, იმისთვის რომ გახსნან და აამუშაონ საკუთარი სოციალური საწარმოები, რომლებიც მდგრად და გრძელვადიან პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანენ ადგილობრივ საზოგადოებას.
– საუკეთესო პრაქტიკების და გამოცდილების გაზიარება იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც საერთო მიზნებისთვის მუშაობენ.
– საკანონმდებლო რეკომენდაციების შემუშავებით სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში საქართველოში გამოიკითხა არაერთი სოციალური საწარმოს ხელმძღვანელი, მომზადდა სპეციალური დოკუმენტი სოციალური საწარმოების მთავარ გამოწვევებზე და მიღწევებზე. ჩატარდა თემასთან დაკავშირებული მოკვლევა, სხვადასხვა რეგიონებში გადამზადდა 200-მდე ახალგაზრდა, შეიქმნა ორი სოციალური საწარმო „GMT Craft“ კასპში და „გრაფიტი საქართველო“ (Graffiti Georgia GG) თბილისში. კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის მონაწილე ორგანიზაციებს აქტიური ჩართულობისთვის და განაგრძობს ერთობლივ პროექტებზე მუშაობას.
კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის ყველა პარტნიორს აქტიური თანამშრომლობისთვის და 2020 წლიდან ახალი სტრატეგიით გააგრძელებს აღნიშნულ თემაზე მუშაობას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace