ახალგაზრდული ინიციატივა „დარჩი – STAY”

დამატების თარიღი: 19 February 2021 / 21:31

ახალგაზრდული ინიციატივა „დარჩი – STAY” შეიქმნა ახალგაზრდებთან ჩატარებული არაერთი პროექტის, კვლევების, სისტემატიური შეხვედრებისა და ურთიერთობის შედეგად. თითოეულ რეგიონში, სადაც გვიმუშავია ახალგაზრდები ყველაზე მწვავე პრობლემად უმუშევრობას, შესაძლებლობებისა და განვითარების არ არსებობას ასახელებენ. 2017 წლიდან ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით, #დარჩი/#STAY გააერთიანებს ახალგაზრდებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებს, საჯარო ინსტიტუტებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რაც ჩვენი საზოგადოების პოზიტიური ცვლილებების გარანტი იქნება.
მოძრაობა #დარჩი/#STAY გახლავთ გამოძახილი არსებული პრობლემებისა და გამოწვევების, რომელიც საქართველოს ყველა ახალგაზრდებს გვაერთიანებს. საგანგაშოა ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული მიგრაციის სტატისტიკა, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ: საქსტატის (www.geostat.ge) მონაცემებზე დაყრდნობით, 17-30 წლამდე ახალგაზრდების მიგრაციის სტატისტიკა: 2013 წელს – 5 782 ახალგაზრდა შეადგინა; 2014 წელს – 6 823; 2015 წელი – 5 538; 2016 წელს – 5 66; 2017 წელს – 3 644; ხოლო 2018 წელს კი – 4 785 ახალგაზრდა.
არსებული ვითარების ანალიზის შედეგად ჩვენი ორგანიზაციების ალიანსმა, კავკასიის ახალგაზრდული კავშირი; მასტერფის საქართველო, Let`s Do It საქართველო და Rotaract Club of Tbilisi International მივიღეთ გადაწყვეტილება წამოვიწყოთ აღნიშნული ინიციატივა, რომლის ხედვაც დაფუძნებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებასა და გაძლიერებაზე.

ჩვენი მისიაა:
ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების თვითდასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას მათ საცხოვრებელ თემში, განათლების, სოციალური მეწარმეობისა და ახალგაზრდული აქტივიზმის გზით.

მიზნები:

1. სოციალური მეწარმეობის, როგორც ახალგაზრდების გაძლიერებისა და ეკონომიკური მდგარდობის ინსტრუმენტად დანერგვა.
2. საგანმანათლებლო პროექტების საშუალებით სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
3. სოციალური მეწარმეობის განვითარების გზით როგორც ცალკეული ინდივიდების ასევე კონკრეტული მეწარმეებისთვის შესაძლებლობების გაზრდა.
4. საზოგადოების ტრანსფორმაციის მოდელის დანერგვა, რაც გულისხმობს ინდივიდების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა და საჯარო ინსტიტუტების დაკავშირებას, თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებას.
5. თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარება.

მოძრაობა დარჩი ახალგაზრდებს დახმარებას გაუწევს შემდეგ მიმართულებებში:
1. არაფორმალური განათლება
2. სოციალური მეწარმეობის შესწავლა
3. ბიზნეს პროექტებზე მუშაობა
4. დონორებისა და პარტნიორების მოძიება
5. საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა და გაზიარება
6. საზღვარგარეთ საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობა
7. ადგილობრივ დონეზე დასაქმების ხელშეწყობა

#ვქმნითშესაძლებლობებს
#CreatingOpportunities

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace