დამაკავშირებელი კედლები ქალაქ მარნეულში

დამატების თარიღი: 21 September 2017 / 21:21

2017 წლის 21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში “მასტერფის საქართველოსა” და “კავკასიის ახალგაზრდული კავშირის” ორგანიზებით მოეწყო გრაფიტით ხატვის აქცია ქალაქ მარნეულში, რომლითაც მასტერფის საქართველოს კლუბი მსოფლიოს 45 ქვეყანასთან ერთად საერთაშორისო პროექტს “დამაკავშირებელი კედლები” (Walls of Connection) შეუერთდა. აქციის მიზანი კედლების ალტერნატიული ფუნქციის წარმოჩენაა, რომელიც საზოგადოების განცალკევების, ბარიერების მშენებლობის მაგივრად დამაკავშირებელ ფუნქციას ასრულებს.
ხატვის პროცესში ჩართული იყვნენ ეთნიკური აზერბაიჯანელი და ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს როგორც მთავარი ნახატის გაფერადებაში, ასევე მათ საშუალება მიეცათ მოეხატათ ცალკე კედელი.
ნამუშევრები მშვიდობის, ტოლერანტობის, განათლების, ურთიერთგაგებასა და გარემოს დაცვის თემატიკას ეხება, რომლის მიზანია ხელოვნების საშუალებით კონფლიქტების და არსებული დაპირისპირების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია. მასტერფის საქართველო მადლობას უხდის მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას გაწეული დახმარებისთვის.
ღონისძიება გააშუქეს ადგილობრივმა ტელევიზიებმა და რადიო მაუწყებელმა.
ნახატის ავტორი: თორნიკე მელიქიძე

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace