დედამიწის დღე 2019 – ინტელექტუალური თამაში მზიურში

დამატების თარიღი: 26 April 2019 / 20:18

მზიურის პარკში დედამიწის დღესთან დაკავშირებით სახალისო ინტელექტუალური ღონისძიება ჩავატარეთ, რომლის ფარგლებშიც თითოეულ პარკის სტუმარს საშუალება ჰქონდა ჩართულიყო თამაშში და ბუნებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები გაეცა, საჩუქრად კი მათ ჩვენი სტიკერები, ხილი და ტკბილეულობა გადავეცით.

აღნიშნული ტიპის ღონისძიების მთავარი მისია იყო გარემოზე მნიშვნელოვანი საკითხების საზოგადოებისთვის გაცნობა, ცნობიერების ამაღლება, მწვანე ცხოვრების სტილის პოპულარიზება და რამდენიმე წუთის მხიარულად გატარება. 

საგანმანათლებლო საღამოში სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა და ორგანიზაციის წევრებთან ერთად ჩაერთნენ სახალისო ინტელექტუალურ თამაშში. ასევე მოვისმინეთ მოქალაქეების მოსაზრებები საქართველოში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ და გავუზიარეთ მწვავე პრობლემების მოგვარების ჩვენებური ხედვები და დასახული გეგმები.

შეგახსენებთ რომ დედამიწის დღე, 1969 წელს კალიფორნიაში მომხდარ ეკოლოგიურ კატასტროფის შემდგომ ამერიკელი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას ეფუძნება, რომელსაც 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
საქართველო კი „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან აღნიშნავს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace